png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 28.04.2023
  • 11:57
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა.

ახალი ლოკაცია, პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ რიგით მეოთხე ფილიალია.

„საქართველოს ბანკთან უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და მათი მხარდაჭერით, საბურთალოზე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხნა.  ეს არის სასიამოვნო სიახლე იმ მომხმარებლისთვის, ვის კვების რაციონშიც განსაკუთრებული ადგილი ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს უჭირავს. ტრადიციულად, აგროჰაბში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ჩვენი წარმოების ყველა ის პროდუქტი, რომელიც ყველა ჩვენს არსებულ ფილიალში ცენტრალური საწარმოდან მარაგდება. ესენია, როგორც 100% ნედლი რძისგან დამზადებული რძის პროდუქტები და აგროჰაბის ფერმებიდან ნედლი ხორცი, ასევე ნახევარფაბრიკატები, ზღვის დელიკატესები, ჩვენი სასათბურე მეურნეობის ბოსტნეული, ფრანგული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი და სხვა მრავალი პროდუქტი“, - აღნიშნავს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე.

„ქართულ ბაზარზე „აგროჰაბის“ განმასხვავებელი ფაქტორი ბიზნეს კონცეფციაა, რომელიც ორგანული, ნატურალური, ჯანსაღი საკვები-პროდუქტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოხარული ვართ, რომ აგროჰაბთან ჩვენი პარტნიორობა უკვე მრავალ წელს ითვლის და ამჯერად, კიდევ ერთი, ახალი ფილიალის გახსნას შევუწყვეთ ხელი. მსგავსი სახის პროექტები ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. მეორე მხრივ, კი ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესს აძლევს მეტ მოტივაციას აკეთოს ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს ასევე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გაისხნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და დანერგილია წარმოების უახლესი ტექნოლოგიები. სწორედ აღნიშნული საწარმოდან მარაგდება ყველა ფილიალი. წლის ბოლომდე კი, თბილისში „აგროჰაბის“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge