png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ივანიშვილი ქვეყანაში აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას და სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ არის მზარდი ავტორიტარიზმი ქვეყანაში - პეტრე ცისკარიშვილი

  • კომენტარები
  • 28.04.2023
  • 14:51
ივანიშვილი ქვეყანაში აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას და სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ არის მზარდი ავტორიტარიზმი ქვეყანაში - პეტრე ცისკარიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას და სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ არის მზარდი ავტორიტარიზმი ქვეყანაში, “ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ეხმიანება სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმად, „ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო. საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ.“

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში, ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ და ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს;

„რაც შეეხება ჯინ შაჰინის განცხადებას, „ქართული ოცნება“ გრძნობს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების პირობებში, ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ. ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, არ გატარდეს ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის, რადგან 12 პუნქტი ტექნიკური დავალება კი არ არის, არამედ იქ არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, პირობები, ვალდებულებები, რომ საქართველოს ტრანსფორმაცია მოხდეს უფრო მეტად დემოკრატიული სისტემისკენ, კანონის და სამართლის უზენაესობაზე დამყარებული ინსტიტუციებისკენ და არა ისეთი ინსტიტუციების პირობებში ცხოვრება გავაგრძელოთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს - მართლმსაჯულებას, პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, მერიას, მთავრობის ყველა წევრს, მინისტრს. ეს არის ერთი კაცის ქვეშ შექმნილი ვერტიკალი, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიული და სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ არის მზარდი ავტორიტარიზმი ქვეყანაში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge