png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო

  • საზოგადოება
  • 28.04.2023
  • 14:52
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და კარიერული განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორს“ ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადის მონაწილეების გადამზადება უკვე დაიწყო. 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 82 მონაწილე შეირჩა, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში 13 განსხვავებულ პროგრამაზე მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, გაიარონ ტრენინგები, გამოცდილი მენტორების ჩართულობით იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე და განივითარონ ახალი უნარები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკზე სრულად არის მორგებული.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს „ლიდერატორს” ორი ახალი პროგრამა - საბანკო სამართალი და ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი დაემატა.

„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას, უზრუნველყოს ისინი ახალი აღმოჩენებითა და წინსვლის შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, კომპანია უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ახორციელებს პროგრამა „ლიდერატორს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე, განახორციელონ საკუთარი იდეები, ამასთან, მიიღონ ანაზღაურება და შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. „ლიდერატორის“ უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა ხშირად სტუდენტების პირველ სამსახურადაც იქცევა, რაც მათთვის კარიერულ საფეხურზე სწრაფ ზრდას განაპირობებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.

პროექტი „ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში უკვე 377-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 84%-მა კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.

„ლიდერატორის“ ფარგლებში თითოეული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე Leaderator.bog.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge