png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საფრანგეთში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 108 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 291 ადამიანი

  • მსოფლიო
  • 02.05.2023
  • 11:21
საფრანგეთში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 108 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 291 ადამიანი

საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე პირველ მაისს ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ხელისუფლების მონაცემებით, აქციების მონაწილეთა საერთო რაოდენობა ქვეყნის ტერიტორიაზე 782 000-ს შეადგენდა.

რამდენიმე ქალაქში დეონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სააგენტო dpa-ს ცნობით, ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა პარიზში, ლიონსა და ნანტში.

სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, პარიზში დემონსტრანტებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, ჩაამტვრიეს ბანკებისა და უძრავი ქონების სააგენტოების ვიტრინები. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.  

ხელისუფლების მონაცემებით, პარიზში ერთმა პოლიციელმა სახისა და ხელების ძლიერი დამწვრობა მიღო. საფრანგეთის დედაქალაქში სულ მცირე 46 ადამიანი დააკავეს.

ლიონში პროტესტანტებმა დაწვეს ავტომობილები, აქ პოლიციამ სულ მცირე 40 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ნანტშიც.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანენის განცხადებით, საერთო ჯამში პოლიციამ 291 დემონსტრანტი დააკავა, 108 პოლიციელი დაშავდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge