png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო ინსცენირებული - ISW

  • მსოფლიო
  • 04.05.2023
  • 11:34
კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო ინსცენირებული - ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთმა სავარაუდოდ, კრემლზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყო, რათა შიდა აუდიტორიისთვის შეექმნა საინფორმაციო ველი და პირობები საზოგადოების უფრო ფართო მობილიზაციისათვის.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიანიშნებს, რომ კრემლზე თავდასხმა რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.

„რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინა მიიღო ზომები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შირის თავად მოსკოვშიც. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლო საჰაერო თავდაცვის მრავალი წრის გარღვევა და აფეთქდა კრემლის თავზე, ისე, რომ ეფექტური კადრები გამოსულიყო.

2023 წლის იანვარში გადაღებული გეოლოკაციური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საჰაერო თავდაცვის სისტემები „პანცირი“ მოსკოვის სიახლოვეს განათავსა, რათა ქალაქის გარშეო შეექმნა ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვითი წრეები. შეტევა, რომელიც ვერ აღმოაჩინა და ვერ შეაჩერა საჰაერო თავდაცვის ასეთმა სისტემებმა და მოხვდა ისეთ სამიზნეს, როგორიცაა კრემლის სენატის დარბაზი, რუსეთისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა.

ინციდენტზე კრემლის სწრაფი, თანმიმდევრული და კოორდინირებული რეაქცია მოწმობს იმას, რომ შეტევა მომზადებული იყო შიგნით იმგვარად, რომ მისი პოლიტიკური შედეგები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე საინფორმაციო კონფუზი. კრემლმა დაუყოვნებლივ დაადანაშაულა უკრაინა ტერორისტულ თავდასხმაში, რუსეთის ოფიციალური რეაქცია კი სწრაფად გაერთიანდა ამ ბრალდების ირგვლივ“, - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სწრაფი და თანმიმდევრული რეაქცია მოწმობს, რომ რუსეთმა ამ ინციდენტის ინსცენირება მოაწყო 9 მაისის წინ, რათა რუსული შიდა აუდიტორიისთვის ომი ეგზისტენციალურად წარმოეჩინა.

„კრემლმა შესაძლოა, შეტევა გამოიყენოს 9 მაისის შეზღუდლად აღნიშვნის ან ზეიმის გასაუქმებლად, რაც სავარაუდოდ, გააძლიერებს საინფორმაციო ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ წარმოაჩინოს ომი, როგორც უშუალო საფრთხე რუსული ისტორიული მოვლენების აღნიშვნისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით თავდასხმა სცადა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge