png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამწუხაროა, რომ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს დაარქვან რუსული - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 05.05.2023
  • 16:30
სამწუხაროა, რომ  მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს დაარქვან რუსული - მამუკა მდინარაძე

ირაკლი ღარიბაშვილი არ არის არც პირველი და არც მეორე, ვინც ამ თემაზე ილაპარაკებს, რადგან ეს არის უსერიოზულესი პრობლემა – ღირებულებების ომი მიმდინარეობს მსოფლიოში.  ჩვენი მხრივ, ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ბრძოლაში ხალხი უნდა იყოს არა არაჯანსაღი პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, ღირებულებების მხარეს მხარეს.

„დარწმუნებული ვართ, ამ ბრძოლაში, ღირებულებების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც სხვადასხვა მიმართულებით არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვას. გუშინ საქართველოში მთელმა „ნაცმოძრაობის“ კლასტერმა – პოლიტიკოსიდან მედიის ჩათვლით, პირველ მიზნად დაისახეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკები საზოგადოებას არ გაეგო. მათმა მაყურებელმა ამ წუთამდე არ იცის, რა ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. უბრალოდ, დაუმალეს და იციან მხოლოდ შეფასებები, თითქოს ეს იყო რუსული, ჰომოფობიური და ასე შემდეგ. ვერცერთ სიტყვას და ფრაზას ვერ მოიტანს მათ შორის ვერც ერთი ამ ტელევიზიების ჟურნალისტები, რა იყო ჰომოფობიური, რუსული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ღირებულებების ომში, ქართულ ტელევიზიებში და ქართველ პოლიტიკოსებში მოიძებნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს დაარქვან რუსული და არაჯანსაღ პროპაგანდას და მის სხვადასხვცა მიმართულებას დაარქვან ევროპული. სწორედ ეს არის ანტიევროპული. ქრისტიანულ ცივილიზაციაზე და ევროპულ დიდ ოჯახზეა როდესაც არის საუბარი, საქართველოს ბუნებრივ ადგილზე, მაშინ არ შეიძლება, არაჯანსაღი პროპაგანდა მიაკუთვნო დასავლეთს, ასე შეურაცხყო ევროპული ქრისტიანული ცივილიზაცია და მეორე მხრივ, ყველაფერს ტრადიციულს, ღირებულს, შენს ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულს დაუძახო რუსული“, - განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge