png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკრაინაში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნება

  • მსოფლიო
  • 08.05.2023
  • 17:34
უკრაინაში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნება, ისე როგორც ეს ევროპაშია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან უკვე მიმართა უმაღლეს რადას და 8 მაისის ხსოვნისა და გამარჯვების დღედ გამოცხადება ოფიციალურად მოითხოვა, ხოლო 9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე.

„8 მაისს უკრაინა და თავისუფალი სამყარო იხსნებს ექვს საშინელ წელს კაცობრიობის ისტორიაში. 1939-45 წლებს.. წლებს, რომლებმაც შეიწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და სიმხეცის წლები, სისხლისმღვრელი ბრძოლების, დაბომბვების, ბლოკადისა და მასობრივი სიკვდილით დასჯის, ჰოლოკოსტის. ბოროტება, რომელიც ნაციზმმა მსოფლიოს მოუტანა, მოუტანა ჩვენს მიწასაც.

სხვადასხვა ხალხი ერთიანობით, ანტიჰეტლირული კოალიციების შემადგენლობაში წინ აღუდგა ბოროტებას... ევროპისა და ამერიკის ხალხები... აზია, ავსტრალია, აფრიკა - ყველას აქვს თავისი ბძროლის ისტორია ამ ომში, თუმცა აქვს გამარჯვების საერთო ისტორია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, „ძველი ბოროტება“ დაბრუნდა და ამჯერად ის რუსეთმა დააბრუნა და მასაც იგივე მიზანი აქვს, რაც ნაცისტებს ჰქონდათ – დაპყრობა და განადგურება. ზელენსკის თქმით, მათ ეს არ გამოუვათ.

„ჩვენ ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს სამართლიან ისტორიას იდეოლოგიური გავლენების გარეშე. სწორედ 8 მაისს მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობა იხსენებს ფაშისტებზე გამარჯვების დიდებას. დღეს მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებას და ყოველ წელს, ხვალინდელი დღიდან დაწყებული, 9 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ისტორიულ ერთიანობას – ყველა ევროპელის ერთიანობას, რომლებმაც გაანადგურეს ფაშიზმი და დაამარცხებენ „რაშიზმს“, – განაცხადა ზელენსკინ,

დასავლეთის სახელმწიფოები ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ. გერმანიის კაპიტულაცია ძალაში შევიდა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge