png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული სოფლების ოკუპირებისა და ნავთობსადენის აფეთქების ინიციატივით გამოდიოდა - The Washington Post

  • მსოფლიო
  • 14.05.2023
  • 16:24
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი  რუსული სოფლების ოკუპირებისა და ნავთობსადენის აფეთქების ინიციატივით გამოდიოდა - The Washington Post

ამერიკის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვზე გავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად რუსეთის სოფლების ოკუპირებისა და ნავთობსადენ „დრუჟბას“ აფეთქების ინიციატივით გამოდიოდა. ამის შესახებ The Washington Post აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანახმად, როგორც ერთ-ერთ გრიფით საიდუმლო დოკუმენტშია ნათქვამი, იანვრის ბოლოს ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით „რუსეთისთვის დარტყმა მიეყენებინათ“ და ამავდროულად გადაესროლათ უკრაინის სახმელეთო ჯარები მტრის ტერიტორიაზე „მოსაზღვრე რუსული დასახლებული პუნქტების ოკუპაციისათვის“, რათა „კიევს მიეღო გავლენის ბერკეტები მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის“.

თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან შეხვედრაზე ზელენსკიმ „გამოთქვა შეშფოთება“ იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინას არ აქვს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ რუსეთში რუსული ჯარების დისლოკაციის ადგილებს და არ აქვს არაფერი რის საშუალებითაც მათ შეუტევდნენ“.

შემდეგ ზელენსკიმ „შესთავაზა, რომ უკრაინას იერიში მიეტანა როსტოვში დაუდგენელ დისლოკაციის ადგილებზე” და გამოეყენებინა უპილოტო საფრენი აპარატები. დოკუმენტის თანახმად, თებერვლის შუა რიცხვებში ვიცე-პრეზიდენტ იულია სვირიდენკოსთან შეხვედრაზე ზელენსკიმ თითქოს შესთავაზა უკრაინას „აეფეთქებინა“ საბჭოთა კავშირის დროს აგებული ნავთობსადენი „დრუჟბა“, საიდანაც უნგრეთს ნავთობი მიეწოდება.

„ზელენსკიმ აღნიშნა, რომ... უკრაინამ უბრალოდ უნდა ააფეთქოს მილსადენი და გაანადგუროს უნგრეთის {პრემიერ-მინსიტრის} ვიქტორ ორბანის ინდრუსტია, რომელიც ძირითადად რუსულ ნავთობზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც გამოცემა წერს, საუბრის აღწერისას, დაზვერვის ოფიცრები აღიარებენ, რომ ზელენსკი „გამოხატავდა განრისხებას უნგრეთის მიმართ და შესაბამისად შეეძლო, გაეკეთებინა გადაჭარბებული, აზრსმოკლებული მუქარები“.

თავად ზელენსკი გამოცემასთან ინტერვიუში დოკუმენტებს „ფანტაზია“ უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას უფლება აქვს უკრაინის დასაცავად არატრადიციული ტაქტიკა გამოიყენოს. „უკრაინას აქვს თავდაცვის სრული უფლება და ჩვენ ამას ვაკეთებთ. უკრაინას არავის ოკუპაცია არ მოუხდენია, პირიქით. როდესაც ამდენი ადამიანი დაიღუპა, როდესაც არსებობს მასობრივი სამარხები, როდესაც ჩვენს ხალხს აწამებნ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ნებისმიერ ხერხი უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

The Washington Post -ის შეკითხვაზე, რომ დაზვერვის მონაცემებში მინიშნებებია, თითქოს ის განიხილავდა შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთზე დარტყმის მიყენებას, ზელენსკი ამბობს, რომ ეს არ არის ის, რითაც უკრაინა ერთობა.

„ჩვენ ქვეყანაში არავის გაუცია განკარგულება რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის ან დარტყმებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც გამოცემას პენტაგონის წარმომადგენელმა განუცხადა, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა ამერიკულ იარაღს არ გამოიყენებდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის და თეთრ სახლს მიაჩნიათ, რომ ეს დაპირება მან შეასრულა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge