png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სიღნაღში 5 ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაშენდა

  • საზოგადოება
  • 15.05.2023
  • 10:31
სიღნაღში 5 ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაშენდა

სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში კომპანია „სნეილ გარდენმა“, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ლოკოკინების ფერმა გააშენა. მოსავალი  წელს პირველად მიიღეს და პროდუქცია ექსპორტზე, იტალიაში უკვე გავიდა.

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ბიზნესებებს აქტიურად უჭერს მხარს. აღნიშნულ პროექტში ბანკის ინვესტიცია 1 200 000 ლარს შეადგენს.

„კომპანია „სნეილ გარდენი“ 2021 წელს შეიქმნა, რომელიც  სტარტაპ კომპანიას წარმოადგენდა. ლოკოკინების ფერმის ბიზნესი იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ბიზნესის შექმნის იდეაც, სწორედ იტალიაში ნანახი  ლოკოკინების ფერმის შემდეგ გაგვიჩნდა. იდეის განსახორციელებლად მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც სიღნაღში ფერმა გავაშენეთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარზე პროდუქციისადმი ინტერესი ევროპის ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებია, პროდუქციის სრული რეალიზება ექსპორტზე, იტალიაში ხორციელდება“, - აღნიშნავს კომპანია „სნეილ გარდენის“ დირექტორი, აკაკი ფაქსაძე.

“ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკისთვის, ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის წახალისება წარმოადგენს. განსაკუთრებით ისეთი ბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა და ექსპორტზეა ორიენტირებული. ვფიქრობთ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა, ბიზნეს საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. „სნეილ გარდენმა“ სიღნაღში სპეციალური ჯიშის (ჰელიქს ასპერსა მიულერი) ლოკოკინები გააშენა, რომელიც გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე პარფიუმერიის დასამზადებლად. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია ამ კომპანიასთან  და გვახარებს ის ფაქტი, რომ ბიზნესს გაფართოებისთვის უკვე აქვს გეგმები. „სნეილ გარდენი“ სამომავლოდ სამაცივრე მეურნეობის გაკეთებას და სხვა მწარმოებლებისგან საექსპორტოდ ლოკოკინების ჩაბარებას გეგმავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge