png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 106 სამხედრო დაიბრუნა

  • მსოფლიო
  • 25.05.2023
  • 17:50
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 106 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდერი ერმაკის ინფორმაციით, 25 მაისს უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 106 სამხედრო გაათავისუფლა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებაზე იბრძოდნენ. მათ შორის 8 ოფიცერი და 98 სერჟანტია.

„ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის გმირულად, მათმა გმირობამ მტერს არ მისცა შესაძლებლობა ჩვენი აღმოსავლეთით სიღრმეში წასულიყვნენ. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“, - ამბობს ერმაკი.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ბევრია ისეთი, რომლებიც უგზოუკვლოდ დაკარგულებად იყვნენ მიჩნეული.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის დაკარგულად მიჩნეული იყო 68  ჯარისკაცი.

ასევე დაზვერვის ცნობით, უკრაინულ მხარეს გადაეცა სამი ცხედარი - ორი უცხო ქვეყნის მოქალაქის და ერთი უკრაინელის.

გათავისუფლებულთა შორის 98 უკრაინის შეიარაღებულ ძალების წარმომადგენელია, 21 - ტერიტორიული თავდაცვის.

ასევე სახლში დაბრუნდა 7 მესაზღვრე და ერთი ტრანსპორტის სახელმწიფო სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე.

სულ მცირე 7 გადარჩენილს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება: ცეცხლსასროლი ჭრილობები, დამწვრობა და მოტეხილობები, ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

გათავისუფლებულთა შორის ყველაზე უფროსი 59 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი 21-ის.

უკრაინამ ტყვეების გაცვლის ფარგლებში სახლში სულ 2 430 ადამიანი დააბრუნა, მათ შორის 139 სამოქალაქო პირია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge