png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქვეყანაში არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს კონკრეტული დამნაშავეები - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 29.05.2023
  • 14:41
ქვეყანაში არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს კონკრეტული  დამნაშავეები - კახა კალაძე

„ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს დამნაშავეები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ“, - ასე  გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ  რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე. 

თბილისის მერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის  პრაქტიკა 2012 წელს  დასრულდა,  „ქართული ოცნების“  ხელისუფლება კი ამის შემდეგ ხალხის და ქვეყნის ინტერესებს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად   მაქსიმალურად იცავს. 

„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელიც გაგვაჩნია და რითაც დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფრით და ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება მომავალში. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ზოგადად,  დავამათავრეთ 2012 წელს. ვიცით ყველამ, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რა დამოკიდებულება იყო განხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული  დამნაშავეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას ივნისის ბოლომდე შეასრულებს და ამის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყნის მეგობრებზე იქნება დამოკიდებული. 

„რაც შეეხება ევროპულ მომავალს და სტატუსის საკითხს, 12-პუნქტიან გეგმას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვცეს ეს რეკომენდაციები, ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას და ყველანაირად წინ ვიყავით, თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, ვისაც მიენიჭა  სტატუსი. მიუხედავად ამისა, 12-პუნქტიან გეგმას აუცილებად შევასრულებთ. ივნისის ბოლოს ყველაფერი იქნება შესრულებული და შემდეგ, ჩვენს მეგობრებზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge