png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჟორჟოლიანის პასუხი საზოგადოებას: რას ვუპასუხებდი შვილს, რომელიც კაცისა და კაცის „ზასაობას“ დაინახავდა

  • ეს საინტერესოა
  • 10.03.2016
  • 15:25
ჟორჟოლიანის პასუხი საზოგადოებას: რას ვუპასუხებდი შვილს, რომელიც კაცისა და კაცის „ზასაობას“ დაინახავდა

„რას ნიშნავს სექსი საქართველოში, რატომ რცხვენიათ ამაზე საუბრის, არის თუ არა მიღებული ერთსქესიანთა თანაცხოვრება, და რა უნდა ვუთხრათ ბავშვებს, რომლებიც ამის შესახებს გვისვამენ კითხვებს“, - ეს იყო „ნანუკას შოუს“ მთავარი თემა.

ტელეწამყვანი გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ.

„აფეთქდა ფეისბუკი, ეს კარგია. არადა ხალხის ერთ ნაწილს რომ ჰკითხო, ვიღას უკვირს დღეს სექსის თემაო?! გადახედეთ კომენტარებს და მიხვდებით რომ ამ ქვეყანაში ბავშვების უმრავლესობა ჯერ კიდევ წეროებს მოჰყავთ.

ყველაზე დიდი აღფშოთება მოჰყვა ჩემს პასუხს კითხვაზე, რას ვუპასუხებდი შვილს, რომელიც კაცისა და კაცის "კოცნაობას", "ზასაობას" (რაც გინდათ ის დაარქვით) დაინახავდა.

არ ვუპასუხებ, რომ სიყვარული მარტო ქალს და კაცს შორის არსებობს. იმიტომ რომ ეს ტყუილია. მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს.... მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ტყუილი, რომელშიც შვილი "გამომიჭერს" გაიზრდება თუ არა.

არის თუ არა ნორმა? მაგარი უცნაური სიტყვაა. ვისთვის ვინ და ვისთვის რა არის ნორმალური.

წყვილებზე გადაცემას ვაკეთებდი და ერთი გაგვახსენდა. ცოლი ჰყავს 22 წლით უმცროსი... ტრადიციული ქართული ოჯახი აქვთ, შვილები, ვახშამი მაგიდასთან, სიდედრზე ანეგდოტები, ცოლი "კუხნაში" (ფანტასტიურად ამზადებს).... არის თუ არა ნორმა?! როცა შვილზე პატარა ცოლი გყავს? ვიღაცისთვის არა. ვიღაცისთვის - კი.

მე კიდევ მგონია, რომ ნორმაა ყველაფერი სადაც სიყვარულია. იმიტომ რომ ღმერთია ჩემთვის სიყვარული.

და მნიშვნელობა არ აქვს ვინ გიყვარს. ქალი თუ კაცი, ქრისტიანი თუ მუსულმანი, რუსი თუ ამერიკელი, დედა თუ დედინაცვალი. როცა გიყვარს ადამიანი ღმერთის მეგობარი ხარ. ღმერთმა კიდევ მაგარი მეგობრობა იცის. როცა ხედავს, რომ გჩაგრავენ მაგრად გიცავს. იქ არის სადაც შენ ხარ და არა ისინი ვინც გჩაგრავენ.

მის გარეშე ამ ქვეყანაზე არც არაფერი ხდება. ამიტომაც არის რომ იცინის, როცა ჩვენ აქ რაღაცაზე ვბჭობთ... 

დილა მშვიდობისა. წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას“, -  წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge