png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შესაძლოა, აიძულოს პუტინი, დათანხმდეს მოლაპარაკებების გამართვაზე - ენტონი ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 13.06.2023
  • 00:19
უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შესაძლოა, აიძულოს პუტინი, დათანხმდეს მოლაპარაკებების გამართვაზე - ენტონი ბლინკენი

ამერიკის  შეერთებული შტატები დარწმუნებულია უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაში, რომელიც გააძლიერებს კიევის პოზიციებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით მომავალ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ საუბარია უკრაინის შეტევის პირველ დღეებზე, ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა საუბარი, მის შედეგებზე.

„50-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის, ასევე უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების სიმამაცისა და გამძლეობის შედეგად, დარწმუნებული ვართ, რომ ისინი გააგრძელებენ წარმატებებს ტერიტორიების დაბრუნებაში, რომლებიც მათ რუსეთმა წაართვა“, - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის დახმარება დასავლელი მოკავშირეების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში მიმართულია მშვიდობის დამყარებისკენ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი.

„კონტრშეტევაში წარმატება ორ რამეს მოიტანს: გააძლიერებს აშშ-ს პოზიციას ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება და შესაძლოა პუტინი აიძულოს საბოლოოდ ფოკუსირდეს მოლაპარაკებებზე მის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად“, - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, სწორედ ამიტომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას დღეს, რათა მან შეძლოს წარმატება ბრძოლის ველზე, ასევე იმუშავებს დახმარების სხვა ფორმებზე, რათა უკრაინამ შეძლოს გახდეს წარმატებული სახელმწიფო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge