png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს

  • მსოფლიო
  • 20.06.2023
  • 12:39
მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრორუსული პოლიტიკური პარტია „შორის“ საქმიანობა არ შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას. იუწყება BBC.

მოლდოვის მთავრობამ სასამართლოს ხსენებული პარტიის საქმიანობის შესწავლის თხოვნით გასული წლის ნოემბერში მიმართა.

მთავრობის განცხადებით, პარტია ორგანიზებას უკეთებდა მასობრივ საპროტესტო აქციებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისათვის და აქციებზე გამოსასვლელად მოქალაქეებს გარკვეულ თანხას უხდიდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პარტია მოქმედებდა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და ემუქრებოდა მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. პარტია „შორი“ ასევე დაადანაშაულეს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უკანონო საქმიანობაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო შექმნის კომისიას პარტიის ლიკვიდაციისა და იურიდიული პირების რეესტრიიდან ამოღების შესახებ.

ამასთან, „შორის“ წარმომადგენლები შეინარჩუნებენ მანდატებს პარლამენტში, თუმცა იმუშავებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge