png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„თეგეტა მოტორსში“ MAN-ის ორიგინალ დეტალებზე 2-წლიანი გარანტია ამოქმედდა

  • საზოგადოება
  • 26.06.2023
  • 15:52
„თეგეტა მოტორსში“ MAN-ის ორიგინალ დეტალებზე 2-წლიანი გარანტია ამოქმედდა

სატვირთო ავტომობილებს  ყოველდღიურად ასობით კილომეტრის გავლა და ათეულობით ტონა ტვირთის გადატანა უწევთ. მსგავსი დატვირთვის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მათი თითოეული ნაწილი ორიგინალი და მაღალი ხარისხის იყოს.

„თეგეტა მოტორსი“ სატვირთო ავტომობილის მფლობელებს ახალ, გაუმჯობესებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. MAN-ის ორიგინალ დეტალებზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში შესრულებული ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს დროს დაყენებულ ნაწილებზე 2-წლიანი გარანტია ვრცელდება.

საგარანტიო პირობები მარტივი და კომფორტულია: იმ შემთხვევაში, თუ „თეგეტაში“ შეცვლილი MAN-ის ორიგინალი დეტალი 2 წლის განმავლობაში ექსპლუატაციისას დაზიანდა, მას კომპანია სრულიად უსასყიდლოდ ჩაგინაცვლებთ ახალი, ორიგინალი დეტალით. 

მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების დირექტორი: „თეგეტამ, როგორც გერმანული ავტოგიგანტის ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, MAN-ისგან მოიპოვა უფლება, რომ გაავრცელოს 2-წლიანი გარანტია ყველა იმ ორიგინალ დეტალზე, რომლებსაც მომხმარებელი სერვისცენტრებში შეცვლის. მოგეხსენებათ, რომ სატვირთო ავტომობილების ბიზნესში დრო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ ამ უპირატესობის მოპოვება. დღეიდან MAN-ის ორიგინალ დეტალებზე გარანტია საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ ყველა სერვისცენტრში იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილის აგებულების თითოეული დეტალის ჩანაცვლებას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, აუცილებელია, შეცვლის მომენტში გამოირიცხოს ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება ან შესრულებული სამუშაოების სტანდარტთან შეუსაბამობა“.

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს MAN-ის ორიგინალი დეტალების გაზრდილი ასორტიმენტი დახვდება - სავალი ნაწილების, გაგრილების სისტემის, დაკიდების სისტემის, ძრავის, გადაბმულობისა და სამუხრუჭე სისტემის დეტალები. თუკი ფილიალში ვიზიტისას სასურველი ორიგინალი დეტალი არ იქნება მარაგში, „თეგეტა მოტორსი“ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს საჭირო დეტალის ტრანსპორტირებას გერმანიიდან.

MAN-ის ორიგინალ ბრენდზე არსებული გარანტია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. „თეგეტა მოტორსში“ სატვირთო ავტომობილების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით 16 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრალური ფილიალი კი მომხმარებლებს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი სერვისცენტრია რეგიონში. სატვირთოს მექანიკოსები წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, რათა შესრულებული სამუშაოების ხარისხი და სტანდარტი აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს MAN-ის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრმა 2022 წელს ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო და  World Class Workshop 2022-ის გამარჯვებული გახდა.  

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge