png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს სანქციების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 29.06.2023
  • 12:35
ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს სანქციების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე - ხატია დეკანოიძე

ქვეყნისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ აქვე სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე, ამაზე საჯარო გზავნილიც იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ცალსახად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აქვე ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე. ჩვენ ამაზე გვითხრეს და საჯარო გზავნილიც იყო. დარწმუნებული ვარ, შიდა გზავნილიც ეს იყო. ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში. ამაზე იყო ძირითადად აგებული ვიზიტის გზავნილის არქიტექტურა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკნოიძის თქმით, ოპოზიცია ვალდებულია, წამოჭრას ყველანაირი საკითხი, რომელიც არსებობს და შეიძლება იყოს საჭირბოროტო.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაქტები არ დადასტურდა. ამას ნამდვილად ღიად და გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზეც, რომ კვლავ უნდა გადაიდგას წინ ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ბრიფინგზე დევიდ ო’სალივანმა განაცხადა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge