png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამწუხარო იყო ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე ივნენ სიძულვილით, ვფიქრობ, თბილისში ყველა თავს დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან - კელი დეგნანი „პრაიდის“ ფესტივლზე

  • კომენტარები
  • 13.07.2023
  • 12:56
სამწუხარო იყო ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე ივნენ სიძულვილით, ვფიქრობ, თბილისში ყველა თავს დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან - კელი დეგნანი „პრაიდის“ ფესტივლზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„მინდა, გამოვეხმაურო გასულ შაბათს, ლისის ტბაზე განვითარებულ მოვლენებს. ძალიან სამწუხარო იყო ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც სავსე ივნენ სიძულვილით, ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი, დახურული კონცერტის ჩასაშლელად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მოქმედებენ ღმერთის სახელით. ხალხი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ბევრ საკითხზე, მაგრამ შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ქრისიტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა, პატივისცემა, იდეა, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.

გასულ წელს ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები. წინა კვირას, შაბათის ღონისძიების წინა დღეს დამარწმუნეს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები მომიტინგეებს პოლიციის კორდონის გარღვევის უფლებას არ მისცემდნენ და მომიტინგეები უსაფრთხო დისტანციას დაიცავდნენ კონცერტზე დამსწრე ხალხისგან, არცერთი არ მომხდარა. ჩვენ ასეთი ვერაფერი ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლისა და პოლიციის მხრიდან უპასუხოდ ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება.

ძალიან შემაშფოთებელია იმის დანახვა, თუ რა არის თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმების, ერთი შეხედვით, კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ისინი არიან „ფეისბუქის“ საიტებზე, ვიდეოზე, მხარს უჭერენ, ძალადობისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ თბილისის ქუჩებში სეირნობისას ყბების დამტვრევას და სისხლის დაღვრას აპირებენ, ემუქრებიან ხალხს ძალადობით და ამაყად ამბობენ, რომ ისინი ძალადობის მომხრე არიან. ვფიქრობ, თბილისში ყველა თავს უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge