png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლებრივ-სამძებრო ექსპერტებად მოგვევლინენ, მანამდე იყვნენ კონფლიქტოლოგები, მათ ბრიფინგებს და გამოსვლებს ფასი არ აქვს - რატი იონათამიშვილი

  • კომენტარები
  • 22.08.2023
  • 14:35
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლებრივ-სამძებრო ექსპერტებად მოგვევლინენ, მანამდე იყვნენ კონფლიქტოლოგები, მათ ბრიფინგებს და გამოსვლებს ფასი არ აქვს - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა და არა პოლიტიკოსებმა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა იკვეთება.

იონათამიშვილის თქმით, ხდება ლუსტრაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ წარსულისა და ძალადობის პარტიაა.

„„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უკეთესი იქნება და საზოგადოება ბოლომდე დაინახავს, პარტია როგორი დაცლილია ღირებულებებისგან და შურისმაძიებელი ადამიანების ერთობად არის გადაქცეული. მათ ბრიფინგებს, გამოსვლებს და აქტივობას ფასი არ აქვს, ხდება ლუსტრაცია, რომ წარსულისა და ძალადობის პარტიაა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე ძალიან მწარედ და საბოლოოდ დამარცხდება.

ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსები ექსპერტების ნაცვლად როცა იწყებენ საუბარს, თანაც ექსპერტული პოზირებიდან, ამით საკუთარ თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. რადიკალური ოპოზიცია ამის მეტს არაფერს აკეთებს. როგორც წესი, თვითონ „ყველაფრის ექსპერტები“ არიან. ახლა სამართლებრივ-სამძებრო ღონისძიებების ექსპერტებად მოგვევლინენ, ცოტა ხნის წინ კონფლიქტოლოგები იყვნენ და ასე შემდეგ. მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები ყველაფრის ექსპერტები არიან ხოლმე. ასეთ დროს უხერხულია საუბარი, მით უმეტეს პასუხისმგებლობაზე. ეს არის უპასუხისმგებლობის სახე რადიკალურ ოპოზიციაში. პასუხისმგებლობის ნაწილზე როცა საუბრობენ, საკუთარ თავს უფრო მძიმე ვითარებაში აყენებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge