png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მთავრობა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - დევიდ კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

  • კომენტარები
  • 04.09.2023
  • 11:10
მთავრობა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - დევიდ კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება. დევიდ კრამერი იმპიჩმენტის მცდელობას შეცდომად მიიჩნევს.

მისივე თქმით, ეს არის მცდელობა, მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ძირი გამოუთხაროს. ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციის დაწყების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მე მეჩვენება, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და არ არის თანხვედრაში საქართველოს პოლიტიკასთან აუცილებელი რეფორმების გატარების მიმართულებით. ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. მე, ამერიკელი, ვამბობ ამას - ჩვენ წინა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ორ შემთხვევაში მოვაწყვეთ. იმპიჩმენტის პროცედურები ასე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა კრამერმა, რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინასთან და რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც მოსკოვიდან მოდის.

„ყველა, ვინც აქ ვართ, ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები, იმისდა მიუხედავად, რა ხდება ამ ქვეყანაში ან რეგიონში. გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიმართ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ცხადია, საქართველო, უკრაინასთან და რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც მოსკოვიდან მოდის და ეს არის პუტინიზმის საფრთხე, რომელიც არის მცდელობა დაამყაროს კონტროლი რეგიონის ქვეყნებზე, უარყოს მათი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ჩვენ გვსურს მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და, რასაკვირველია, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ", - აღნიშნა კრამერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge