png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს - ენტონი ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 07.09.2023
  • 12:33
აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს - ენტონი ბლინკენი

აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს. ამის შეახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების გარდა, პირველად ჩვენ გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ახლა მოხდება უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად. ის, ვინც ხელს უწყობდა პუტინის აგრესილ ომს, ამისთვის უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, აშშ-ს მტკიცედ აქვს გჰადაწყვეტილეიო უკრაინასთან ერთად სვლა.

“აშშ-ში, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ თქვენთან ერთად სვლა. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა, მოვსულიყავი და მტკიცედ დამედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ, მაქსიმალური ძალისხმევა, რასაც ჩვენ და სხვა ქვეყნები ვაკეთებთ კონტრშეტევის ამოცანების დაუყოვნებლივ გადაწყვეტისთვის, ასევე უკრაინის დასახმარებლად გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უკრაინამ შეძლოს, შექმნას ძალა მომავლისთვის, რომელსაც ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეუძლია",- თქვა ბლინკენმა.

უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია 5,4 მილიონ დოლარზე, რომლებიც ვეტერანთა რეაბილიტაციასა და მხარდაჭერას მოხმარდება.

ასევე, კიევში ვიზიტისას ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge