png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ყველას გელოდებით „თბილისობის“ დღესასწაულზე, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ღონისძიებებით დახუნძლული იქნება - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 27.09.2023
  • 15:43
ყველას გელოდებით „თბილისობის“ დღესასწაულზე, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ღონისძიებებით დახუნძლული იქნება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა 2023“ სამ ლოკაციაზე გაიმართება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

მისი თქმით, მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 30 სექტემბერს რიყის პარკში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს - მიუზიკლი.

„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები - რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია. გარდა ამისა, 30 სექტემბერს, რიყეზე დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველში - მიუზიკლი.

ამავე დღეებში, ორბელიანის მოედანზეც იმოქმედებს კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი  „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე  ზრდასრულებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00-საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, 30 სექტემბერს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.

„ვინც გეგმავს ამ უქმეების სასიამოვნოდ გატარებას, უსათუოდ გაეცანით პროგრამას, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ღონისძიებებით დახუნძლულია. მობრძანდით ყველა, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2023“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge