png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ამავე დროს, ვიმედოვნებთ, რომ ვიღაცაში მაინც შეიძლება გარკვეულმა კეთილსინდისიერებამ იმუშაოს - შალვა პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 06.10.2023
  • 13:58
ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ამავე დროს, ვიმედოვნებთ, რომ ვიღაცაში მაინც შეიძლება გარკვეულმა კეთილსინდისიერებამ იმუშაოს - შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი, საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში თუ გადავა, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ამას მხარი დაუჭიროს.

„სამი დღის განმავლობაში ვიხილეთ, რომ იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, მეორე მხარეს – თვითშემოქმედებითი აზრი, ენჯეოშნიკური იურისპრუდენცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კონსტიტუციასთან. მგონი, ეს სამი დღის განმავლობაში ნათლად ნახა ყველამ არგუმენტების სიღრმის, მკაფიო არგუმენტებისა და იმ განმარტებების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. ეს იქნება უკვე სასამართლო აქტი, რომელსაც, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი ვერ გაექცევა. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, პოლიტიკურ ნაწილს პარლამენტში, ჩვენ ვამბობდით, რომ წინასწარი გარანტიის გარეშე საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. ამავე დროს, იმედი გვაქვს, ვიღაცაში მაინც შეიძლება გარკვეულმა კეთილსინდისიერებამ იმუშაოს და იქნებ, მაინც გადაწყვიტოს. საბოლოო ჯამში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელოვანია, რას იტყვის სასამართლო, რადგან იმპიჩმენტი პარლამენტში დადგება თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაექცევა. ეს იქნება განაჩენი ამ ქცევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge