png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა მობილბანკში მასშტაბური „თამაში“ დაიწყო

  • საზოგადოება
  • 10.10.2023
  • 13:35
საქართველოს ბანკმა მობილბანკში მასშტაბური „თამაში“ დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების წახალისებაზე და მათ არაერთ სიახლეს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მობილბანკში მასშტაბური „თამაში“ დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებსაც შეუძლიათ.

საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი „თამაში“ 12 კვირა გაგრძელდება. მონაწილეებს ორშაბათობით, აპლიკაციაში დავალებები დახვდებათ, მათ შესასრულებლად კი მთელი კვირა ექნებათ. თუკი, თამაშის მონაწილე კვირის ყველა დავალებას შეასრულებს, მიიღებს მონეტებს, რომელთა გამოყენებასაც მოგვიანებით, საჩუქრების მარკეტში შეძლებს. ასევე შესაძლებელია დაგროვილი მონეტები შეინახოთ და ფინალურ ეტაპზე დახმარებებში გადაცვალოთ, რომელიც 12 კვირის დასრულების შემდეგ, იანვარში გაიმართება. 

თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაცია. თამაშში ჩართვა შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე  გუნდურად. შეგიძლიათ შექმნათ ორ ან სამ მოთამაშიანი გუნდი მეგობართან, ოჯახის წევრთან, ან სხვა  ნებისმიერ პირთან ერთად.

„თამაში“ 9 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ფინალი კი 2024 წლის იანვარში გაიმართება. საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზები გადაეცემათ. 

საპრიზო კატეგორიები ასე გამოიყურება

3 მოთამაშიანი გუნდი :

I ადგილი - 90 000 ლარი (30 000 ლარი  გუნდის თითოეულ  წევრს)

II ადგილი - 60 000 ლარი  (20 000 ლარი  გუნდის თითოეულ წევრს)

III ადგილი - 45 000 ლარი ( 15 000 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

2 მოთამაშიანი გუნდი :

I ადგილი - 55 000 ლარი; (27 500 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)

II ადგილი - 35 000 ლარი; (17 500 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

III ადგილი - 25 000 ლარი  (12 500 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

დამოუკიდებელი მოთამაშეები:

I ადგილი - 25 000 ლარი;

II ადგილი - 15 000 ლარი;

III ადგილი - 10 000 ლარი.

შეგახსენებთ, თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაცია. თუ ჯერ არ გაქვთ აპლიკაცია, მიყევით ბმულს, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი თქვენს ტელეფონში და დაიწყეთ  თამაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge