png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა Seamless Europe 2023 - ზე მიიღო მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 25.10.2023
  • 13:33
საქართველოს ბანკმა Seamless Europe 2023 - ზე  მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიებას, Seamless Europe 2023 - ს შეუერთდა.

მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენელები :

მაიკო გორგილაძე - ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელმაც ორ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა : სისტემის მოდერნიზაცია, აპლიკაციების ინტეგრაცია,  AI - სა და ML -ის როლი  ფინანსურ სერვისებში, ასევე ინოვაციური ციფრული სერვისების გამოყენებასა და ტრადიციული ბანკინგის გამოწვევებზე.

ავთანდილ გუჯაბიძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე  “ფინანსური პირობების გათანაბრება ღია ბანკინგის მეშვეობით : კრეატიულობა,მეტი საბანკო გადაწყვეტების შექმნა და კონკურენციის ხელშეწყობა ბაზარზე“

ხოლო, ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა - გიორგი კინწურაშვილმა პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე  : „როგორ შეუძლიათ ბანკებს მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემის გამოყენება სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“

Seamless Europe 2023 ბერლინში გაიმართა და მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 5,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 350 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა :   DEUTSCHE BANK , J.P. MORGAN,  EBAY , COCA-COLA, ADIDAS, FARFETCH, PORSCHE, UBER და სხვა.

„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში და ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით დავნერგეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა : ციფრული ინოვაციები, მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება, ფინანსური სისტემების მომავალი - AI - ისა და ML -ის  როლი  ფინანსურ სერვისებში და სხვა., ასევე საშუალება გვქონდა პრეზენტაციის სახით წარგვედგინა ბანკის ახალი პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი და გვესაუბრა, თუ როგორ შეუძლიათ ბანკებს გადახდების მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემების გამოყენება, სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“ - განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge