png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

50-ამდე სოციალური საწარმო ერთ სივრცეში - „თეგეტა გრინ პლანეტი“ B2B გამოფენის ოქროს სპონსორი იყო

  • ბიზნესი
  • 30.10.2023
  • 13:46
50-ამდე სოციალური საწარმო ერთ სივრცეში - „თეგეტა გრინ პლანეტი“  B2B გამოფენის ოქროს სპონსორი იყო

50-ამდე საწარმო და 300 სტუმარი - სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა  და მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველყოფა.  

B2B გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენი „თეგეტა გრინ პლანეტი“  იყო. ორგანიზაცია „თეგეტა ჰოლდინგის“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა და გარემოზე ზრუნვის იდეით საქმიანობს. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ სტრატეგიული პრიორიტეტები და მიზნები ორგანიზაციის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა გააცნო.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: „გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია. სოციალური და მწვანე მეწარმეების საქმიანობა კი სწორედ მწვანე მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის მდგრადი ცვლილებების მომტანია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ახლახან თეგეტამ მიიღო კორპორაციული მდგრადობის ჯილდოები სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერებისა და გარემოსდაცვით პროექტებში.

ჩვენ, როგორც „თეგეტას“ შვილობილი კომპანია, თანამოაზრეების გაძლიერების გზით, ვცდილობთ, მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა შევქმნათ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვართ როგორც გამოფენის მხარდამჭერები, ისე B2B შეხვედრების მონაწილეებიც. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, გარემოზე მზრუნველმა ორგანიზაციებმა გავიცნოთ ერთმანეთი და ერთად მოვძებნოთ პლანეტასა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნესგადაწყვეტები“.

„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავსი ფასეულობების მქონე თანამოაზრეების მხარდაჭერის გზით, ცდილობს, ქვეყანაში მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენა უზრუნველყოს. სოციალური საწარმოების B2B გამოფენის პარტნიორობის მიზანი სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერება და მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა იყო.     

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული 50-ამდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას.

---

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge