png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი ბერაიას ყასიდად ნათქვამი ბოდიში არაფერს იძლევა, თანამდებობას ჩაბღაუჭებულია და გული მერევა ამ საქციელზე, ან თანამდებობას დატოვებს, ან კომიტეტის სხდომაზე ვერ შევალ - ალეკო ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 01.11.2023
  • 13:24
ირაკლი ბერაიას ყასიდად ნათქვამი ბოდიში არაფერს იძლევა, თანამდებობას ჩაბღაუჭებულია და გული მერევა ამ საქციელზე, ან თანამდებობას დატოვებს, ან კომიტეტის სხდომაზე ვერ შევალ - ალეკო ელისაშვილი

ბერაია ან თანამდებობას დატოვებს, ან კომიტეტის სხდომაზე ვერ შევალ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ბერაიას ბოდიში არაფერს ნიშნავს და მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე თანამდებობიდან წასვლით უნდა აიღოს.

„მეამაყებოდა, რომ კომიტეტის წევრი ვიყავი და მთელი სულით და გულით ვემსახურებოდი ჩემთვის წმინდა სფეროს. თუ ბავშვობიდან რამით ვარ აღტაცებული და თაყვანს ვცემ, თავდაცვის სისტემაა. ბერაიას პირველივე დღეს ვუთხარი, რომ კომიტეტში მივდიოდი არა პოლიტიკოსად და ოპოზიციონერად, არამედ იმისთვის, რომ თავდაცვის საქმეს ვემსახურო-თქო. ამ სიტყვას ვინახავდი. გუშინდელი დღის შემდეგ მრცხვენია, რომ ამ კომიტეტის წევრი ვარ. ირაკლი ბერაიას ძალიან ამაზრზენი საქციელი ჰქონდა. არ ვიცი, მის ტვინში სიტყვათა ეს წყობა როგორ მოიხარშა და ქალის მიმართ ასეთი რამე თქვა. მისი მხრიდან ყასიდად ნათქვამი ბოდიში არაფერს იძლევა, მისგან ბოდიში იმაში უნდა გამოიხატოს, რომ თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს. უმრავლესობა ამ საკითხს რაც უფრო გააჯანჯლებს, მით უარესი იქნება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობისთვის მიმიფურთხებია, ჯერ ვიბადებით კაცებად და ქალებად. დეპუტატებად და კომიტეტის თავმჯდომარეებად არ დავბადებულვართ. კაცს ჯერ ღირსება უნდა ახასიათებდეს, ამ ცხოვრებას ასე ვუყურებ. რაც ვნახეთ, უღირსობის მწვერვალი იყო. თანამდებობას ჩაბღაუჭებულია და გული მერევა ამ საქციელზე. ირაკლი ბერაია თანამდებობას უღირსად ჩაბღაუჭებულია. სხდომებს მშვიდად ვერ გავაგრძელებთ, რომ ნიჩურიტი და მორჩა ამბავი. ასეთი რამე როგორ თქვა? – ან ბერაია თანამდებობას დატოვებს, ან კომიტეტის სხდომაზე ვერ შევალ. ვერავინ მეტყვის, რომ ბერაია არ გამიფრთხილებია – სამი თვეა, ვეჩიჩინები თეონა აქუბარდიასთან ურთიერთობა გაარკვიოს. თეონა აქუბარდია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავდაცვაში ჩახედული ადამიანია და ძალიან კარგი დეპუტატი. ერთხელ იყო და სხდომიდან მანდატურებს გააგდებინა, როცა არაფერს აფუჭებდა. ახლა ბერაია ისევ აგრძელებს და აგრძელებს“, – აცხადებს ელისაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge