png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის და LEAF-ის ინიციატივა - ჩივნინგის საკონსულტაციო შეხვედრებს 500-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო

  • საზოგადოება
  • 01.11.2023
  • 14:48
საქართველოს ბანკის და LEAF-ის ინიციატივა - ჩივნინგის საკონსულტაციო შეხვედრებს 500-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კი სასტიპენდიო ინიციატივები იკავებს.

უკვე 10 წელია, საქართველოს ბანკი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად სამ გამარჯვებულს ავლენს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის და ცხოვრების ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.

იმ კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში მაგისტრატურაზე სურთ, განათლების ცენტრი LEAF-ი და საქართველოს ბანკი ჩივნინგის საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 5 საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა და მათ 500-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.

საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსის პირობების, აპლიკაციის შევსების, საჭირო დოკუმენტების შესახებ. ასევე, რეკომენდაციები და რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ, უფრო ეფექტურად შეავსონ აპლიკაცია და გაზარდონ საკუთარი წარმატების შესაძლებლობები.

ამასთან, საკონსულტაციო შეხვედრებში გასული წლების Chevening-ის პროგრამის გამარჯვებული საქართველოს ბანკის სტიპენდიატებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მონაწილეებს აპლიკაციის შევსების პროცესში მიღებულ გამოცდილებას და რეკომენდაციებს უზიარებდნენ. 

„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა იკავებს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 26 ახალგაზრდა გახდა ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის გამარჯვებული და გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში განათლების მისაღებად.

LEAF-თან თანამშრომლობით გამართული საკონსულტაციო შეხვედრები, ვიმედოვნებთ, რომ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, უფრო ეფექტურად შეავსონ აპლიკაციები, მიიღონ მათთვის სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, რაც დაეხმარება თითოეულ მათგანს, გაზარდონ საკუთარი წარმატების შესაძლებლობები, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და გაემგზავრონ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობა არაერთ პროექტს ითვლის, რომელთა მიზანი ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში კი ჩატარდა საერთაშორისო განათლების გამოფენა, რომელსაც 2000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ინფორმაციისთვის, Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge