png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის რიგით მეცხრამეტე იდეათეკა სოფელ შინდისში გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 02.11.2023
  • 16:51
საქართველოს ბანკის რიგით მეცხრამეტე იდეათეკა სოფელ შინდისში გაიხსნა

საქართველოს ბანკის ინიციატივით, სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა გაიხსნა. რომელიც საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ 300-მდე მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე.

საქართველოს ბანკის იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამასთან, საქართველოს ბანკის იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ინვენტარით, კომპიუტერებითა და პროექტორებით.

დღეისათვის, ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 7 რეგიონში უკვე 19 იდეათეკა ფუნქციონირებს. შედეგად, ბანკმა 9 000-მდე მოსწავლისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის, ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს. რადგან გვჯერა, რომ სწორედ განათლება განაპირობებს უკეთეს, უფრო ნათელ მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო 40-მდე ინიციატივასა და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩვენი იდეათეკები იკავებს. საქართველოს ბანკის იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსწავლეებისთვის განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რათა მათ მივცეთ მუდმივი განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ჩვენი ინიციატივის შედეგად, უკვე 9000-მდე მოსწავლისთვის გავხსენით იდეათეკის ფერადი სივრცე. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკა შინდისში ქართული წიგნის ინსტიტუტთან და საბა ქონსთრაქშენთან  პარტნიორობით გაიხსნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge