png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დამიზნებით გვესროდნენ, მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, {თამაზ გინტურის} ზურგის, ხერხემლის არეში, ერთი თქვა, დამჭრაო - ლევან დოთიაშვილი

  • კომენტარები
  • 10.11.2023
  • 16:22
დამიზნებით გვესროდნენ, მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, {თამაზ გინტურის} ზურგის, ხერხემლის არეში, ერთი თქვა, დამჭრაო - ლევან დოთიაშვილი

თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, ლევან დოთიაშვილი ჟურნალისტებთან 6 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, თავდაპირველად ერთი რუსი ე.წ. პოლიციელი გამოჩნდა ლომისის ეკლესიასთან, მან გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა, შემდეგ კი დოთიაშვილსა და გინტურს გაესაუბრა. ის ყვება, რომ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. 

შემდეგ ტერიტორია დატოვეს და მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 3 მეტრის გავლის შემდეგ რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო.

"დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა… მივდივართ რა, არაფერი უთქვამს, ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გაგვივია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა. 

მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის, ხერხემლის არეში.

ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი და ხოო და ვსიო… მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. [იცით ვინ ისროლა?] დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვიცი ეგ ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სროლის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე 7 მოვიდა და წამიყვანეს", - ყვება დოთიაშვილი. 

ის იხსენებს დაკავების მომენტსაც და ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"გზაში კი რაღაცა იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე", - თქვა დოთიაშვილმა.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge