png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს - მამუკა მდინარაძე

  • კომენტარები
  • 14.11.2023
  • 09:01
როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს - მამუკა მდინარაძე

როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის  გადასალახად 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს, -  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ბარიერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ბარიერის დაწევის მოთხოვნიდან ჩანს, რომ საუბარია პარლამენტარობაზე და არა რაიმე სხვა სახის წარმატებაზე. პარლამენტის მანდატები უნდათ უბრალოდ, თორემ რაიმე გამარჯვების შანსზე რომ ფიქრობდნენ, ბარიერს საერთოდ არ შეეხებოდნენ. ან როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ მოაგროვებს 90 000-დან 100 000-მდე ხმას. მაქსიმუმია ეს, რაც საქართველოში 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახადაა საჭირო. თუ 100 000 და 90 000 ხმაზე მეტს ვერ იღებ, რომელ პარტიაზეა ლაპარაკი. უნდა იფიქრო, რომ ამას აუცილებლად ვინმე შენიშნავს. როგორც კი შენ  ბარიერის დაწევას ითხოვ, ე.ი. აქ შენ არ გაქვს იმედი, რომ 90 000-დან 100 000-მდე ხმას მოაგროვებ. ჩვენ ხომ ევროპის გზაზე ვდგავართ და ყოველ მეორე, მესამე წელს კონკრეტული წარმატებები გვაქვს 2013 წლის შემდეგ, ხელშესახები, კონკრეტული საფეხურები გავიარეთ ევროინტეგრაციის გზაზე და იმ ევროპის კავშირში მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც სამი და ნაკლები ბარიერი აქვს. ეს არის ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია და დანია, თუ ბელგია, არ მინდა, შემეშალოს. უფრო მეტ ქვეყანაში არის 4 ან 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩვენ თუ ევროპულ გზაზე ვდგავართ, გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და რის დამზღვევადაც პლურალიზმის მეორე მხარედ ბალანსისთვის ევროპელები და ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ კარგია 5-პროცენტიანი ბარიერი, რაც ევროპულ ქვეყნებში ნახევარზე მეტ მათგანშია კონსტიტუციით გათვალისწინებული, მოდით, ჩვენც ამ გზას მივყვეთ. თუ ვინმეს უნდა, იმანიპულიროს, მოატყუოს ხალხი, რომ კობახიძე დაგვპირდა, დააყოლოს, რომელ წელს იყო საუბარი, რომელი წლის დეკემბერს შეეხებოდა და მათი ტყუილიც, როგორც ყველა დანარჩენი, მოკლეფეხებიანი აღმოჩნდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge