png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის წიგნის დღეებს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია - ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართა

  • საზოგადოება
  • 15.11.2023
  • 18:52
თბილისის წიგნის დღეებს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია - ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, წელს კითხვის მოყვარულთათვის წიგნის დღეები ჩატარდა. ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეძინათ სასურველი წიგნები და ესარგებლათ სპეციალური შეთავაზებებით.

წიგნის დღეების ფარგლებში, პავილიონს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ სივრცეში, სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ლიტერატურულ გათამაშებებში.

ამასთან, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მათ საყვარელ ავტორებს და დასწრებოდნენ დისკუსიებს ლიტერატურის შესახებ. წელს საქართველოს ბანკის მიერ მოწვეული სპიკერები ანა კორძაია-სამადაშვილი და ივა ფეზუაშვილი იყვნენ. შეხვედრის ფარგლებში, ანა კორძაია-სამადაშვილმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრა, ხოლო ივა ფეზუაშვილმა — თანამედროვე ქართულ რომანზე.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ წიგნის დღეების გენერალური სპონსორები ვიყავით. გვახარებს ღონისძიებისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი და ის ფაქტი, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ კითხვის მოყვარულთა პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრების პროცესში“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge