png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა უზრუნველვყოთ ღაზაში დაშავებული 50-მდე ბავშვის საფრანგეთის საავადმყოფოებში გადაყვანა - ემანუელ მაკრონი

  • მსოფლიო
  • 20.11.2023
  • 10:43
გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა უზრუნველვყოთ ღაზაში დაშავებული 50-მდე ბავშვის საფრანგეთის საავადმყოფოებში გადაყვანა - ემანუელ მაკრონი

ყველა მძევლის გათავისუფლება საფრანგეთისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა მძევალი, კერძოდ, ჩვენი 8 ფრანგი თანამემამულე გათავისუფლდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მისი თქმით, ღაზაში დაშავებულ ბავშვებთან დაკავშირებით, საფრანგეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოს 50-მდე დაშავებული ბავშვის საფრანგეთის საავადმყოფოებში გადაყვანა

„გადავწყვიტე, დავიქირავო საჰაერო ძალების ახალი თვითმფრინავი, რომელიც კვირის დასაწყისში ათ ტონაზე მეტ სამედიცინო ტვირთს გადაიტანს. კერძოდ, მას ექნება ორი მობილური სამედიცინო სადგური, სადაც 500-მდე მძიმედ დაშავებულის მკურნალობა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დაშავებულ ან ავადმყოფ ბავშვებს ღაზიდან, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარება, საფრანგეთი ახორციელებს მის ხელთ არსებული ყველა საშუალების მობილიზებას, განსაკუთრებით საჰაეროს, რათა მათი მკურნალობა საფრანგეთში იყოს შესაძლებელი. გათვალისწინებულია 50-მდე პაციენტის განთავსება ჩვენს საავადმყოფოებში“, – წერს მაკრონი.

მაკრონის თქმით, ოქტომბრის ბოლოს რეგიონში ვიზიტისას გააჟღერა ინიციატივა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რომელიც ეფუძნება სამ განუყოფელ საყრდენს: 1. საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად; 2. მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად; 3. ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის განხორციელების პოლიტიკური პროცესის განახლება, ერთმანეთის გვერდით მშვიდობითა და უსაფრთხოდ ცხოვრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge