png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

Black Friday „ავტო გალერიში “ - 50 000 ლარამდე ფასდაკლება ელექტრომობილებზე

  • ბიზნესი
  • 20.11.2023
  • 14:53
Black Friday „ავტო გალერიში “ - 50 000 ლარამდე ფასდაკლება ელექტრომობილებზე

ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. მსოფლიო ავტოინდუსტრიის ბრენდები ამ ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებენ და შედეგიც აშკარაა - წარმოება გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისია.

საავტომობილო ინდუსტრიაში ეს გარდატეხა მოულოდნელი არ ყოფილა. ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს ემყარებოდა: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სწრაფად მოერგო ტენდენციას და  უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ამ მიზნის გათვალისწინებით, „ავტო გალერის“ მომხმარებლები ელექტრომობილებზე განსაკუთრებული შეთავაზებებით ხშირად სარგებლობენ. გამონაკლისი არც Black Friday-ა, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შერჩეულ ელექტრომობილებზე 50 000 ლარამდე ფასდაკლება იმოქმედებს.

შეთავაზება ეხება სწორედ იმ მოდელებს, რომლებზეც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა მაღალია და  განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. საუბარია 20-ამდე ბრენდის მოდელზე, მათ შორის არის Tesla Model 3, Polestar 2 და Polestar 2 Performance, Honda NS1, Toyota Corolla Hybrid და სხვები.

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის” მარკეტინგის  ხელმძღვანელი: „ავტო გალერი“ მომხმარებელს „შავ პარასკევს“ განსაკუთრებულ აქციებს ყოველ წელს სთავაზობდა.  თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია - წელს გადავწყვიტეთ, გამორჩეულად დასამახსოვრებელი კვირეული მოგვეწყო.  შევარჩიეთ 20-ამდე ავტომობილი, რომლებზეც 50 000 ლარამდე ფასდაკლება გავრცელდება. ავტომოყვარულებს საშუალებას ვაძლევთ, ამ ფასდაკლებებით არა მხოლოდ ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლონ. ავტომობილის შეძენა მარტივი გადაწყვეტილება არ არის, ამიტომ  მომხმარებელს  მოსაფიქრებლად ხანგრძლივ დროს ვაძლევთ მათივე კომფორტისთვის“.

„ავტო გალერის“ სპეციალური შეთავაზება 20-იდან 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. თანამედროვე ელექტრომობილების შერჩევა კომპანიის შოურუმშია შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში კი მომხმარებლები ტესტდრაივით სარგებლობასაც შეძლებენ.

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მნიშვნელობა არ აქვს, თანხა  სრულად გადაირიცხება თუ საბანკო განვადების გზით. უპრეცედენტო აქცია „ავტო გალერის“ ყველა მომხმარებელზეა გათვლილი.

-----

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც შემოჰყავს. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge