png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

USAID - ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ

  • საზოგადოება
  • 30.11.2023
  • 15:20
USAID - ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს ინოვაციურ ინიციატივას სექტორული ბიზნეს ასოციაციებისა და  კლასტერებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის 4B-ის ორივე ფილიალში (ალ. ყაზბეგის გამზ. N15 და  გუდიაშვილის ქ. N2) სრულად აღჭურვილი შეხვედრებისა თუ მასშტაბური ღონისძიებების სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ.

ინიციატივის ოფიციალური წარდგენა  ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის  ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში უკვე მოხდა, სადაც საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე 11 ასოციაციასა და კლასტერს 4B სივრცეების სპეციფიკა და განლაგება შემოთავაზებული უპირატესობები,  სივრცეების გამოყენების წესები და პროცედურები გააცნეს. შეხვედრას USAID - ის დელეგაციის, საქართველოს ბანკისა და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

4B წარმოადგენს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე ბიზნეს სივრცეს, რომელიც  ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისს აერთიანებს. აქამდე 4B სივრცეების განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს ბანკის პარტნიორ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლოთ.

აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) ხელშეწყობას და ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას, რაც ასოციაციებსა და კლასტერებს დაეხმარება, ეფექტურად უპასუხონ არსებული წევრების საჭიროებებს და მოიზიდონ ახალი პარტნიორები. ასევე, შექმნან დამატებითი შესაძლებლობები მთლიანად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა მორგებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორი და ბენეფიციარი ასოციაციებისა და კლასტერების საჭიროებებზე.

‘’ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, ჩვენმა პროგრამამ განახორციელა ოთხწლიანი „ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა (OCAP)“, და ჯამში ხელი შევუწყეთ 21 ორგანიზაციის განვითარებას, ანალიტიკის, სწავლების, მენტორობისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დამატებით სერვისებს ვთავაზობთ BSO - ებს, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერების პოზიციონირება, და მათ მოიტანონ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.’’ - ნათია კაციაშვილი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი.

‘‘USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, 2021 წლიდან  არაერთ პარტნიორულ ინიციატივას ვახორციელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის: BizLink Clinic, B2B ფორუმები, სავაჭრო მისიები. ამჯერად, მხარს ვუჭერთ ბიზნეს ასოციაციებსა და კლასტერებს, ისარგებლონ  4B სივრცის სერვისებით. 4B ფილიალებში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით, დაგეგმონ შეხვედრები, დაესწრონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო  ღონისძიებას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ მათთვის სასარგებლო ბიზნეს რჩევები. ასევე, ისარგებლონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილი სპეციალური შეთავაზებებით.’’ - რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

„ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე რეგულარულად გვაქვს შეხვედრები და ტრენინგები ჩვენს წევრებთან, ასევე ვატარებთ ბორდის შეხვედრებს და ასეთი ტიპის სივრცეების, განსაკუთრებით ამფითეატრის დარბაზის გამოყოფის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენთვის. USAID - ის პროგრამასთან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და აქტივობა გვაკავშირებს, გვახარებს რომ კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობისთვის და პროდუქტის გაყიდვების კუთხით საქართველოს ბანკთანაც ვიწყებთ თანამშრომლობას და ვფიქრობ, მსგავსი წახალისებები ერთიანობაში ძალიან გაზრდის და დაეხმარება ჩვენს ორგანიზაციას ზრდასა და წინსვლაში“, - ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge