png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩემი შეფასებით, ეს არის ნიკა მელიას არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით - ანა წითლიძე

  • კომენტარები
  • 08.12.2023
  • 17:26
ჩემი შეფასებით, ეს არის ნიკა მელიას არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით - ანა წითლიძე

ჩემი შეფასებით, ეს არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ ნიკა მელიას შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უნიკალური თვისება, ყველა კრიზისიდან გამოვიდეს გამარჯვებული.

„რა შანსები აქვს ნიკა მელიას, ამას ანახებს დრო, არჩევნები და ამომრჩეველი. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველა წასული ადამიანი დანაკლისია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებისთვის უფრო დიდი დანაკლისი ყოფილა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაჰკლებია მათი წასვლით. შეგიძლიათ, ნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 11-წლიან ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ განვითარდა, გაძლიერდა. პარტიას აქვს უნიკალური თვისება, ყველა კრიზისიდან გამოვიდეს გამარჯვებული და ყველა კრიზისი აქციოს შესაძლებლობად. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ესეც იქნება მეტი მოტივაცია და კრიზისის შესაძლებლობად ქცევა, მეტი განვითარება. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდ როლს ითამაშებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ცუდია პოლიტიკოსისთვის, როცა წაგებას, თუნდაც შიდაპარტიულს, განიცდის ისე, რომ ბოღმის კონტროლს ვერ ახერხებს და შეცდომას უშვებს.

"ჩემი შეფასებით, ეს არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით. ვწუხვარ და ცუდია პოლიტიკოსისთვის, როცა წაგებას, თუნდაც შიდაპარტიულს, განიცდის ისე, რომ ბოღმის კონტროლს ვერ ახერხებს და შეცდომას უშვებს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge