png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკს ახალი ციფრული სასაჩუქრე ბარათები დაემატა

  • ბიზნესი
  • 14.12.2023
  • 17:36
საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკს ახალი ციფრული სასაჩუქრე ბარათები დაემატა

საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ახალი სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - ციფრულ სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სასურველი ვიზუალი ბარათისთვის და თან მისალოცი წერილიც დაურთოს. 

აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ გაუგზავნოთ ნებისმიერ ადრესატს ტელეფონის ნომერზე და არ არის აუცილებელი ჰქონდეს მობილბანკი, რათა ის გაიაქტიუროს.

„სასაჩუქრე ბარათები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში მორიგი სიახლეა საქართველოს ბანკისგან. წინასაახალწლოდ ყველას ძალიან ბევრი საქმე აქვს: საყიდლები, საშობაო დეკორაცია, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვისა თუ სიქრეთ სანტას ადრესატისთვის. შესასრულებელი დავალებების სიას ბოლო არ უჩანს. ციფრული სასაჩუქრე ბარათი ნებისმიერი სიტუაციისთვის კარგი გამოსავალია, რადგან მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან  შეიძენ და ადრესატი მას მომენტალურად მიიღებს. მისი შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით, ასევე ნაწილ - ნაწილ გადახდის მეშვეობით. ხოლო, თუ მეგობრები საერთო საჩუქრის ყიდვას გეგმავთ, შეგიძლიათ თანხის გაყოფის ფუნქციონალი გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ შენ მიიღე ვაუჩერი, მობილბანკში გააქტიურებისას გამოჩნდება თუ სად დახარჯე და რამდენი დაგრჩა ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი სასურველი თანხის სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არის შესაძლებელი.  ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო და დროული პროდუქტი შევთავაზოთ, რათა გავუმარტივოთ მათ ყოველდღიურობა და საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge