png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პეჟო საქართველომ ახალი შოურუმი გახსნა

  • ბიზნესი
  • 19.12.2023
  • 13:51
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პეჟო საქართველომ ახალი შოურუმი გახსნა

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პეჟო საქართველომ დავით აღმაშენებლის ხეივნის #100 - ში, ახალი შოურუმი გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს და ის სრულიად საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერითაა განხორციელებული.

„პეჟოს დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1810 წელს იღებს. 2021 წელს კი სტრატეგიულად შეცვალა პოზიციონირება ბაზარზე და ორიენტაცია პრემიუმ სეგმენტისკენ აიღო, რაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის ინტერიერის, მოწინავე ტექნოლოგიების და გამორჩეულად დახვეწილი დიზაინის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის და სივრცე, სადაც მომხმარებლები ბრენდის  უპირატესობებსა და მართვის სიამოვნებას შეიგრძნობენ. პეჟო საქართველოს უკვე შეუძლია ბრენდის მოყვარულებს შოურუმში უმასპინძლოს და შესთავაზოს პრემიუმ მომსახურება, როგორც საავტომობილო გაყიდვების, ასევე სერვისის მიმართულებით.  გაგვაჩნია ამბიცია, რომ პეჟო საქართველომ ახალი ავტომობილების გაყიდვებში მნიშვნელოვანი ბაზრის წილი დაიკავოს და გახდეს ლიდერი კომპანია “Upper Mainstream” სეგმენტში“, - განაცხადა თორნიკე კიკნაველიძემ, პეჟო საქართველოს დირექტორმა.

“საქართველოს ბანკისთვის კერძო სექტორის განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის შოურუმი გაიხსნა. პეჟოს რებრენდინგისა და სტრატეგიის ცვლილების შემდგომ, ბაზარზე მისი მთავარი უპირატესობას სრულიად ახალი დიზაინის ელემენტები, პრემიუმ მომსახურება და კომფორტი წარმოადგენს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. მჯერა, რომ პეჟოს ახალი დიზაინი ბევრს მოხიბლავს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ეყოლება საქართველოში. ჩვენ კი აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა ნიკოლოზ მითაიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge