png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, აირჩია, დამდგარიყო რადიკალური ოპოზიციის გვერდით და ისიც იზეიმებს დიდ წაგებას - ირაკლი ღარიბაშვილი

  • კომენტარები
  • 15.02.2024
  • 15:55
სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, აირჩია, დამდგარიყო რადიკალური ოპოზიციის გვერდით და ისიც იზეიმებს დიდ წაგებას - ირაკლი ღარიბაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი და იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რასაც კვლავ აგრძელებს.

„ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი, პარტიის ხელმძღვანელი ვარ, ახლა უკვე ჩემს თავს მივცემ უფლებას და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი და ჩვენი გადმოსახედიდან, იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. არაერთგზის უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და, სამწუხაროდ, კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან. მინდა, შევახსენო სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი რეიტინგი იყო ერთი პროცენტი და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა პრეზიდენტად. ამის შემდეგ ამ ადამიანმა უღალატა როგორც ადამიანს, ასევე გუნდს, სახელმწიფოს ინტერესებს. სალომე ზურაბიშვილზე სხვა შეფასება არ მექნება. მისი ვიზიტიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველაფერი არის შეფარული, მისი წინასწარ კამპანიაც იყო ყალბი, ფარისევლური, არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი მიზანი იყო, რაიმენაირად წაეღო ეს დიდი მონაპოვარი, სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ მოვიტანეთ ხალხისთვის, ხალხთან ერთად, მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო. მან თავად აირჩია ეს გზა, თავად აირჩია, დამდგარიყო რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით და მისი ხვედრიც შესაბამისი იქნება, ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge