png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გერმანია უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას გეგმავს

  • მსოფლიო
  • 20.02.2024
  • 18:09
გერმანია უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას გეგმავს

გერმანიის მმართველმა კოალიციამ მოამზადა წინადადება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და იარაღის სისტემების მიწოდების შესახებ. პაკეტი შეიძლება შეიცავდეს Taurus-ის რაკეტებს. იუწყება Stern.

ბუნდესტაგში დახმარების პაკეტის კენჭისყრა უახლოეს კვირაში იგეგმება. Taurus-სრაკეტები, რომლებსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს, პირდაპირ არ არის ნახსენები პროექტში, მაგრამ საუბარია „დამატებით საჭირო შორი დისტანციის იარაღის სისტემების მიწოდებაზე“.

Taurus-ის რაკეტებს შეუძლიათ მიაღწიონ სამიზნეებს 500 კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით. რაკეტის განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მას შეუძლია ფრენა უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე - დაახლოებით 50 მეტრზე. ეს თითქმის შეუძლებელს ხდის მის აღმოჩენას რადარით. Spiegel-ის ცნობით, ათი წლის წინ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 600-მდე Taurus-ის რაკეტა იყო შეძენილი, რომელთაგან დაახლოებით 150 მზადაა ექსპლუატაციისათვის.

ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინამ მიმართა გერმანიის მთავრობას ამ რაკეტების მიწოდების თხოვნით. თუმცა, 2024 წლის იანვარში ბუნდესტაგმა უარყო რეზოლუცია უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესახებ.

Taurus-ს რაკეტებს  ბრიტანული Storm Shadow-ის ანალოგს უწოდებენ, რომელიც უკვე მიეწოდა უკრაინას და მის ჯარებს საშუალება მიეცა შეტევა განეხორციელებინათ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი გამოიყენეს ლუჰანსკზე იერიშის დროს, რომელიც მანამდე არსებული იარაღით კიევისთვის მიუწვდომლად მიიჩნეოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge