png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში - ლევან ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.02.2024
  • 15:20
მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში - ლევან ხაბეიშვილი

ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს  მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება სამტრედიაში გრძელდება.

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში.

“ათასობით ჩვენი თანამოქალაქე რიგში დგას, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს არჩევნები და შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მას ითხოვს საზოგადოება, ყველა ხედავთ ამ ადამიანების აქტივობას. ჩვენ ვაპირებთ ასი ათას ხელმოწერაზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას და მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ მან უზრუნველყოს მინიმალურად სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, მოწინააღმდეგე პრეზიდენტ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. წარმოუდგენელია რაიმე შეჯიბრი, სადაც ორი ან უფრო მეტი კონკურენტი  იღებს მონაწილეობას და ერთი უბრალოდ არის მოპარული პირდაპირი მნიშვნელობით და უსამართლოდ პატიმრობაში ამყოფებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge