png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენი სურვილია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ, ხალხთაშორის ურთიერთობაში, უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში გადაითარგმნოს - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.02.2024
  • 15:12
ჩვენი სურვილია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ, ხალხთაშორის ურთიერთობაში, უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში გადაითარგმნოს - შალვა პაპუაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისგან ხაზგასასმელია 32-წლიანი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო გრძნობს თავისი დამოუკიდებლობის მომენტიდან. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომლებიც გვერდით გვედგნენ ყველა ძნელბედობის ჟამს, რათა საქართველოს ქარტეხილები გაეარა, რომელიც 32-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზეც ისაუბრა და ჩვენი ხედვა ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის არის ძალიან ცხადი და აშკარა. ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან, რომელთანაც ამდენწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ეს რეალურ, ხელშესახებ ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს. კერძოდ, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში აშშ-დან საქართველოში და ამას ყველაფერს სჭირდება წახალისება. ამ მხრივ ჩვენ ყველანაირი ნაბიჯს ვდგამთ – ჩვენთან არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო, რათა მათ შორის ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. საქართველო ყველანაირად არის მოწყობილი ისე, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და არ იყოს საფრთხე უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, რომ საქართველოდან შევიდეს აშშ-ში ადამიანი, რომელიც არ იქნება სასურველი აშშ-სთვის, ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც. ამიტომ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯიც გადადგმულია. პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს იქნება ეს თუ ქართული, რომ გვქონდეს მიმოსვლა. საჭიროა ამ სამივე ნაბიჯზე საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა. იქნება ეს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა თუ იქნება ეს ინვესტიციების წახალისება, რათა ის მოხვდეს საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში აქვთ უვიზო რეჟიმი, საქართველოს მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია.

„აშშ-ის ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა. გასაგებია, რომ აშშ-ს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან აქვს უვიზო მიმოსვლა. არ მგონია, რომ საქართველო 3 მილიონ-ნახევარი მოსახლეობით რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge