png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვერ დააზიანებთ პუტინს რეზოლუციებით ან სანქციებით, მის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოთ მეთოდები, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად გამოიყენება - იულია ნავალნაია

  • პოლიტიკა
  • 28.02.2024
  • 18:18
ვერ დააზიანებთ პუტინს რეზოლუციებით ან სანქციებით, მის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოთ მეთოდები, რომლებიც  ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად გამოიყენება - იულია ნავალნაია

რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულია ნავალნაიამ მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც  ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად გამოიყენება.

„ბევრი ფიქრობს, რომ პუტინის დამარცხება საერთოდ შეუძლებელია. და სასოწარკვეთილნი ახლა მეკითხებიან: როგორ შემიძლია დაგეხმაროთ? - განაცხადა ნავალნაიამ სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, პუტინის დამარცხება შეუძლებელი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ის არის „პრინციპული ადამიანი“, რომელსაც აქვს მორალური პრინციპები და წესები.

„ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვაზე. თუ მართლა გინდათ პუტინის დამარცხება, ინოვატორები უნდა გახდეთ და აღარ უნდა იყოთ მოსაწყენები. ვერ დააზიანებთ პუტინს კიდევ ერთი რეზოლუციით ან სანქციებით, რომლებიც წინა სანქციებისგან არ განსხვავდება“, – განაცხადა ნავალნაიმ.

„საქმე გაქვს არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან. პუტინი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. მასში შედის მომწამვლელები და დაქირავებული მკვლელები, მაგრამ ყველა ის პაიკია. მთავარია პუტინთან დაახლოებული ხალხი, მისი მეგობრები,  მაფიის სალაროს მცველები“, - აღნიშნა ნავალნის ქვრივმა.

ამიტომ, მისი თქმით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა პუტინის წინააღმდეგ შესაბამისი მეთოდები უნდა გამოიყენონ. ”თქვენ უნდა ჩაატაროთ გამოძიება, გახსნათ ფინანსური ტრანზაქციები და იპოვოთ ისინი, ვისთანაც დაკავშირებულია მაფია თქვენს ქვეყანაში. ვინც გვერდს უვლის სანქციებს, პუტინს და მის ახლობლებს ფულის დამალვაში ეხმარება“, - აღნიშნა ნავალნაიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც მან გაუკეთა რუსეთს და იმაზე, რასაც ახლა უკეთებს უკრაინას. მისივე თქმით, პუტინმა პასუხი უნფდა აგოს ასევე კოლონიაში ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. „ჩემი ქმარი ვერასდროს იხილავს მომავლის მშვენიერ რუსეთს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ვნახოთ. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ოცნებები ახდეს... ბოროტება დაეცემა და მშვენიერი მომავალი დადგება“, - განაცხადა ნავალნაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge