png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროპაში არავინ ფიქრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე - ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი

  • მსოფლიო
  • 01.03.2024
  • 12:47
ევროპაში არავინ ფიქრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე - ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ევროპაში არავინ ფიქრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე.

მისი თქმით, ორშაბათს გამართულ პარიზის სამიტზე უკრაინის დახმარების შესახებ, ჯარების გაგზავნის საკითხს მინიმალური დრო დასჭირდა. როგორც ცნობილია, ეს იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუვიდა.

მისი თქმით, პარიზის სამიტზე მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯარების გაგზავნის საკითხი არც ახლა და არც მომავალში განიხილება.

"ეს არ არის თემა, რადგან ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იდეა მიუღებელია. ევროპაში არავინ ფიქრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, - - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.

პრემიერმა არ ისურვა შეხვედრის დეტალებზე საუბარი, თუმცა განაცხადა, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

”მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა ხალხის დრამატიზირება და შეშინება რაღაცებით, რაც არავის შეუთავაზებია და არ გვთავაზობს იმ ფორმით, რომლის ინტერპრეტირებაც მოხდა, - თქვა ფიალამ.

შეგხსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge