png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ივანიშვილის პარტია, ნაცვლად ამისა, ყურადღების გადატანის მცდელობას ვხედავთ - თინა ბოკუჩავა “ქართული ოცნების“ ინიციატივაზე

  • პოლიტიკა
  • 01.03.2024
  • 16:24
სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ივანიშვილის პარტია, ნაცვლად ამისა, ყურადღების გადატანის მცდელობას ვხედავთ - თინა ბოკუჩავა “ქართული ოცნების“ ინიციატივაზე

პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია - თინა ბოკუჩავა “ქართული ოცნების“ ინიციატივაზე

პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს  „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. პრაქტიკულად, ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში, საიდანაც ოჯახის წევრი ან წასული არ არის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ან არ განიხილავს ამ პერსპექტივას უმუშევრობისა და სიდუხჭირის გამო, რომელშიც 12-წლიანმა ივანიშვილის მმართველობამ შეიყვანა ქვეყანა. ეს არის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია. ნაცვლად ამისა, ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ვხედავთ. გამარჯვების კოალიციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია ამ პრობლემების მოგვარება, ამაზე საუბარი და ერთობლივად გზების მოძებნა, რათა გადაიჭრას პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დგას.

პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გაწმენდს სისტემას კორუფციისგან და რომელიც უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ინტერესში კი არ მუშაობდეს ეკონომიკა, არამედ საქართველოს მოქალაქის ინტერესში. იზრუნონ პენსიების ზრდაზე, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების პერსპექტივის გაჩენაზე. ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge