png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქართველ ხალხს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, არ მინდა დავით არახამიასთან პოლემიკაში შესვლა - კალაძე

  • პოლიტიკა
  • 12.03.2024
  • 13:55
ქართველ ხალხს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, არ მინდა დავით არახამიასთან პოლემიკაში შესვლა - კალაძე

ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა. განცხადების მიხედვით, ის საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას სთხოვს.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ის არ აპირებს არახამიასთან პოლემიკაში შესვლას, უკრაინას კი მშვიდობას უსურვებს.

„ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგომა, გავგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და სამომავლოდაც შენარჩუნდება. რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, იქნება ეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება თუ სხვა.

„რაც შეეხება ფრენების შეწყვეტასა და სანქციების მიერთებას,  ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, ვერ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მიხეილ სააკაშვილი კი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებში, მას მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხის გება“, - განმარტა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge