png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აშშ გმობს არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პასუხისმგებლობას აკისრებს ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს - მეთიუ მილერი

  • მსოფლიო
  • 15.03.2024
  • 10:00
აშშ გმობს არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პასუხისმგებლობას აკისრებს ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს - მეთიუ მილერი

შეერთებული შტატებში გმობენ რუსეთის მიერ არჩევნების გამართვას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აცხადებენ, რომ  პასუხისმგებლობა დაეკისება ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

„აშშ გმობს რუსეთის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარებით“, - განაცხადა მილერმა.

მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა და არასდრს აღიარებს ფიქტიური არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომლებიც ჩატარდა სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში.

„ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა“ -განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

ამასთან, მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებში არჩევნების შედეგები „ვერ ასახავს უკრაინის მოქალაქეების თავისუფალ ნებას, რომლებსაც აიძულებენ ხმის მიცემას“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების სრულ უგულებელყოფას.

„აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დააკისროს პირებს იმ ქმედებებისთვის, რომელიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მათ შორის მათ, ვინც დამკვირვებელად იქნება კრემლის ყალბ არჩევნებზე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში“, - აღნიშნა მილერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge