png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში Geely Coolray-ს 800 000 ავტომობილი გაიყიდა

  • ბიზნესი
  • 20.03.2024
  • 19:04
ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში Geely Coolray-ს 800 000 ავტომობილი გაიყიდა

Geely Coolray, რომელიც ჩინეთში ცნობილია, როგორც Binyue, Geely Auto-ს ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. აღნიშნული მოდელი კომპანიამ 2018 წელს გამოუშვა. მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 40-ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიის მიერ წარმოებული უკვე 800 000 ავტომობილია გაყიდული. მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. Geely Coolray უპირობო ლიდერია ბაზარზე და მომხმარებლების საყვარელი არჩევანია SUV სეგმენტში.

საბაზრო გაყიდვების მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში Geely Auto International-მა 63 000 Coolray-ს ავტომობილი გაყიდა და ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.

Coolray ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია უგზოობის სუბკომპაქტური ავტომანქანების SUV სეგმენტის მომხმარებელთათვის. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Coolray-მ საუკეთესო შედეგები აჩვენა: გასულ წელთან შედარებით, საცალო გაყიდვები 190%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე საუდის არაბეთში გამოიკვეთა 18.8%-იანი ზრდა. საქართველოს ბაზარზე კი „ჯილი საქართველომ“ ბოლო ერთ კვარტალში 50-ზე მეტი Geely Coolray შემოიყვანა, რომელიც სრულად გაიყიდა.

2023 წელს Geely Auto International-მა ახალი მოდელი New Coolray წარადგინა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ჩილე, საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, ლიბანი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი, პარაგვაი, ეკვადორი და მექსიკა. ახალმა მოდელმა ადგილობრივ მედიაში  პოზიტიური შეფასება დაიმსახურა და ახლა ის პოპულარობას მყიდველებს შორის იძენს.

Geely Coolray არის SUV ავტომობილი, რომელიც აგებულია Geely-ს ახალ, მოდულურ არქიტექტურაზე (BMA). მოდელი გამოირჩევა სპორტული დიზაინით და მკაფიოდ გამოხატული ინტენსიური კონტურებით, მათ შორის არის  LED განათების ფარები, Energy Pulse Three-way სვლის სამმხრივი დღის ნათურები და უკანა გაბარიტული ფარები, ასევე 17 ან 18-დიუმიანი საბურავები და ოთხმაგი გამოსაბოლქვი მილი.

ავტომობილის ინტერიერი დინამიკური, მკვეთრი და მოდურია, რომელსაც ავსებს პრემიუმ კლასის სავარძლები და ინტეგრირებული ორმაგი ციფრული დისპლეი. ის აერთიანებს 10.2-დიუმიან ფერად ინსტრუმენტთა პანელს, 12.3-დიუმიან მაღალი გარჩევადობის სენსორულ საინფორმაციო-გასართობ სისტემას და პანორამულ ლუქს.

ავტომობილის თითოეული კომპლექტაცია აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 172 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა შერწყმულია 7-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (DCT), რაც უზრუნველყოფს დიდ გამოხმაურებას მომხმარებელთა მხრიდან და ხაზს უსვამს ავტომანქანის სპორტულ სტილს.

__

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge