png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეების დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა, რასთან გვქონდა საქმე - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.04.2024
  • 11:46
ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეების დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა, რასთან გვქონდა საქმე - შალვა პაპუაშვილი

თავის დროზე, უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“,მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ მის მიმართ სანქცია იყო უსამართლო და უსაფუძვლო.

„ვფიქრობ, ეს არის ნაწილი მათ შორის პარტნიორული ურთიერთობებისა, როდესაც, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ დადასტურება, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე არ იყო არანაირი დარღვევა, იყო აბსოლუტური სპეკულაცია, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი, ერთი კვირა გავიდა და ჩვენ ჯერ არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი საელჩოსგან, რომლებიც თავის დროზე, ორი წლის წინ იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრიმინირებელი კამპანიის მონაწილენი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეთა დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა, თუ რასთან გვქონდა საქმე“.

„შეგახსენებთ განცხადებებს მაშინდელი დიპლომატების, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მოტივაციებზე მიანიშნებდნენ. გახსოვთ, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომელმა პირდაპირ მოსთხოვა ანგარიში საქართველოს მოსამართლეს კონსტიტუციისა და ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობების ყველა ძირითადი პრინციპის დარღვევით. ამიტომ, ქართველი ხალხი ელოდება პასუხს. ეს იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების შეცდომა, საელჩოს მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა. რასთან გვქონდა საქმე, ველოდებით განმარტებას და შედეგსაც. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის საქართველოს მოქალაქისთვის უსამართლო სანქციის მოხსნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge