png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში - მამუკა ხაზარაძე

  • პოლიტიკა
  • 03.04.2024
  • 16:29
მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში - მამუკა ხაზარაძე

ქართულმა ოცნებამ დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უკვე უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში, - ამის შესახებ “ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო - ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უკვე უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოვიდეს, როგორც პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარე და ქართველ ხალხს უთხრას რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას თუ საიდან ფინანსდება მისი პარტია. ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე.

ევროპული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა სხვა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი. უბრალოდ, ეს კანონი ქართლ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.

მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების შესახებ განაცხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge