png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ - ოლაფ შოლცი

  • პოლიტიკა
  • 12.04.2024
  • 16:01
გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ - ოლაფ შოლცი

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს.

„გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არა მარტო მთავრობის სურვილი გახლავთ, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ პროცესის დაჩქარება საქართველოს სრული უმრავლესობის მოქალაქეების სურვილია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში პრობლემებზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. კანონს მიმართ აგენტების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ის არარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, - განაცხადა შოლცმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge